აშშ-მ 8 მილიარდის ოდენობის რუსული სუვერენული აქტივები გაყინა

დასავლეთის მიერ გაყინული რუსული სუვერენული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერმა განაცხადა.

,,ძირითადად, თუ ვიტყვი არა იურიდიული, არამედ მორალური და ეთიკური თვალსაზრისით, იმ ნგრევის გათვალისწინებით, რაც რუსებმა მიაყენეს უკრაინას, მათ უნდა შეუწყონ ხელი უკრაინის აღდგენას. იურიდიულად როგორ შეიძლება ამის გაკეთება არის ის, რაზეც ახლა ვმუშაობთ”, – განაცხადა პრიცკერმა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა 300 მილიარდი დოლარის რუსული აქტივები გაყინს.

მსგავსი თემები