,,ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ”- გიორგი ვაშაძე

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ გამარჯვების კოალიცია, სადაც ძალიან ბევრ ახალ ადამიანს ნახავთ, ამ კოალიციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელია“ გაერთიანებული და ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ საქართველოსთვის, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი.

„დანარჩენ საკითხზე ყველამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. კარი ჩვენ არავისთვის არასდროს დაგვიხურავს. ყველა მედასავლეთე ადამიანისთვის ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები