შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები დონეცკის მიმართულებით დაწინაურდნენ. ამის შესახებ ზელენსკიმ უსაფრთხოების ძალებთან, სამართალდამცავებთან და სამხედროებთან ყოველდღიური საკონფერენციო საუბრის შემდეგ განაცხადა.

..მივიღე ანგარიში ფრონტზე არსებული სიტუაციის, აღჭურვილობისა და საბრძოლო მასალის მიწოდების, სადაზვერვო მონაცემების შესახებ. ჩვენ წინ მივდივართ დონეცკის მიმართულებით. არის სხვა გეგმები, რომლებიც ხორციელდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები