,,არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ… თქვენ ხართ მატყუარა”- ადა მარშანია დიმიტრი ხუნდაძეს დაუპირისპირდა

გმირთა მემორიალთან ხმაური იყო. იმ დროს, როდესაც უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა, მასთან “პატრიოტთა ალიანსის” წევრი ადა მარშანია მივიდა და სიტყვიერად დაუპირისპირდა.

,,არაფერს არ აკეთებთ თქვენ, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდეთ. პარლამენტი, იმ ქვეყნისა, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია, არცერთხელ სხდომაზე არ იხილავს აფხაზეთის და ცხინვალის საკითხს. ეს ნორმალურია ხალხო? არ გაცლით ინტერვიუს ჩაწერას…არავის არ სჭირდება თქვენნაირი დეპუტატების ინტერვიუ… თქვენ ხართ მატყუარა პოლიტიკური ძალა!, არც თქვენ უნდა იყოთ ხელისუფლებაში და არც ”ნაციონალური მოძრაობა”,- უთხრა მარშანიან ხუნდაძეს.

მსგავსი თემები