კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში – ჩინეთის ელჩი

,,კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის  პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,”- ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს აქვთ ინტერესები.

,,ჩინეთი და საქართველო ორივე დამოუკიდებელი ქვეყნებია. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე, შუა დერეფანში წარმატება ვერ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს გამეორებულია ორ მთავრობას შორის ბევრ დოკუმენტში მანამდე. ჩინეთი მხარს უჭერს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი ჩინეთის პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. ის, რომ დოკუმენტში აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ნახსენები არ არის, ეს დოკუმენტის მიმართ განზრახ არასწორი მიდგომაა.

ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები.  კარგი პირობების შემთხვევაში, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა ჩაერთონ ანაკლიის  პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში,”- განაცხადა ელჩმა.

მსგავსი თემები