ეს ყველაზე დიდი ტაიფუნია, რომელმაც ფუნჯიანს გადაუარა (ვიდეო)

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოუტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. ეს არის ყველაზე დიდი ტაიფუნი, რაც ჩინეთში მომხდარა. ის ნომერ 11 ტაიფუნია.

არ მუშაობს მეტრო, ტრანსპორტი, ჩამოშლილია მთები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა. როგორც გუბერნატორმა გო ნინინგმა გვითხრა, ჩინეთში ყოველ წელს 2-3 ტაიფუნი ხდება და დღევანდელი მათ შორის ყველაზე მასშტაბურია.

ადგილობრივი ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. პირადად კი შედარებით უსაფრთხო ადგილას ვიმყოფები.

 

ეკა გულუა ჩინეთიდან.

მსგავსი თემები