,,სანქციების თემა იყო განხილვის საგანი, ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას შეხვდა. მისი თქმით, შეხვედრაზე სანქციების გაფართოებასაც შეეხო საუბარი.

„რა თქმა უნდა, ღიად ვამბობ, რომ ამაზეც გვქონდა საუბარი. სანქციების თემა იყო განხილვის საგანი. ამ საკითხთან დაკავშირებით მეტს ვერ გეტყვით. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტებზე, მუშაობაზე. „გამარჯვების პლატფორმას“ ოქტომბერში გვექნება ძალიან მაღალ დონეზე ვიზიტი აშშ-ში. ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი შეხვედრა ამ ვიზიტის მოსამზადებელი შეხვედრაც იყო“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები