“საინტერესო იყო ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში, რადგან ის ორივე დაწესებულება არის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ” – დავით ფურცხვანიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„თამარი მუშაობდა ინფორმაციების სისტემატიზატორად და ეს შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის წარმომადგენლმა, დავით ფურცხვანიძემ განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ სატელიტური ფოტოები, რომელიც მან თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატ მიხეილ რამიშვილს გადასცა, არ არის დამონტაჟებული, როგორც ამას გამოძიება ამბობს.

დავით ფურცხვანიძის თქმით, სატელიტის ფოტოებზე დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებს.

„თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის საქმით მე არასდროს დავინტერესებულვარ, ეს არის მოცულობითი საქმის ეპიზოდი, რომელსაც მე და ჩემი კოლეგები ვიძიებთ, ეს არის საერთაშორისო ფინანსური აფიორა, ამ საქმეში ერთ-ერთი ძირითადი ფიგურანტი არის აბრაამ რეიხბახი, „ზაგი“ პირდაპირ არის მასთან იდენტიფიცირებული, ბაჩალეიშვილი მად მუშაობდა და შემდეგ მოხდა დაღუპვა. ჩემი ინტერესი შემდეგ კონცერტირდა, თამარი იყო სერიოზული ინფორმაციით ინფორმირებული, თამარი მუშაობდა ინფორმაციების სისტემატიზატორად და ეს შეეხებოდა დიდ მონაცემთა სისტემებს. ამ კომპანიას შემხებლობა ჰქონდა იმ ინფორმაციული ველის შექმნასთან, რომელზეც მე ვსაუბრობ. საინტერესო იყო ბაჩალიაშვილის სტაჟირება საფრანგეთში, რადგან ის ორივე დაწესებულება არის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშ. მე არ ვამბობ, რომ ბაჩალიაშვილი იყო სპეცსამსახურებთან დაკავშირებული.

მე არ შემიძლია ზუსტი დასახელება მოგცეთ, რადგან ჩემი ყველა საკომუნიკაციო საშუალება წაღებულია. ჩვენ გამოვაქვეყნეთ სატელიტის ფოტო, უახლოეს დღეებში გავაკეთებთ ამ ექსპერტიზის პასუხის პასუხს და დამატებით კიდევ გვექნება დუბლირება იმ ადგილისა. ეს იქნება ძალიან მალე. მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გაცემულ ერთ-ერთ პასუხში გაცემულია კონკრეტული სახელი, გვარი, ქვეყანა, მისი რეკვიზიტები კავშირის, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, გასაჯაროვდეს“, – განაცხადა ფურცხვანაძემ “მედიაცენტრ მთავარში.”

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება”

მსგავსი თემები