,,ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაში”- ემანუელ მაკრონი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.  სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონთან ერთად გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაშია.

,,დღეს მქონდა ძალიან სასიამოვნო დისკუსია ქალბატონ პრეზიდენტთან, რომელიც დიდი სიამოვნებით მივიღე ჩემ რეზიდენციაში. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ასევე რეგიონზე. მე ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხის მომავალი არის ევროპაში. მინდა გისურვოთ წარმატებები და ქალბატონ პრეზიდენტს კვლავაც დავუჭერ მხარს ამ გზაზე, რომელიც ასე მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის”, – განაცხადა მაკრონმა.

მსგავსი თემები