ყვარელში მანქანა დაეჯახა კაცს, რომელიც გზაზე საკუთარი ავტომობილის შეკეთებას ცდილობდა

ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ სანავარდოსთან 72 წლის კაცს სწრაფად მომავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანიდან გადმოსული იყო და მის შეკეთებას ცდილობდა.

თავის არეში მიყენებული ტრავმებით ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, ის თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

მსგავსი თემები