,,გული მაქვს დამძიმებული, ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო”- ზაზა მესხის და

3 აგვისტოს შოვში განვითარებულ სტიქიას ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიას ემსხვერპლა ზაზა მესხი და მისი ოჯახი.

ზაზა მესხის შესახებ ჟურნალი „სარკე“ ვრცელ მასალას აქვეყნებს. ზაზა მესხის და, მაია მესხი აცხადებს, რომ  ზაზას საქართველოში წამოსვლა არ უნდოდა.

„საქართველოში სანამ წამოვიდოდა, 17 თუ 18 ივლისს, „სკაიპით“ ველაპარაკე და მაშინ მითხრა, რაღაც გული მაქვს დამძიმებული, საქართველოში წამოსვლის დროს ასე არასდროს მქონია და ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ხომ არ დავრჩე და არ წამოვიდეო. ვუთხარი, შარშან და შარშანწინაც ვერ ჩამოხვედი კოვიდპანდემიის გამო და დედა ისე გელოდება-მეთქი. ჰო, დედა ჩემი სადარდებელია, როგორ მოხუცდაო… წინათგრძნობა ჰქონდა. მითხრა, მერე დედა ნეტავ როგორ იქნებაო და ახლა რომ ვფიქრობ, მგონი, გრძნობდა, რაღაც ელოდა და იმაზე ფიქრობდა, დედა როგორ იქნებოდა უმისოდ.

რაღაცით შეძრული აშკარად. ჩემი ბიძაშვილისთვის უთქვამს, თვითმფრინავში რომ შევედი, ცივმა ოფლმა დამასხა და კანკალი ამივარდაო. ჩვენს ბიძაშვილს უკითხავს, კი მაგრამ, რა დაგემართა, პირველად ხომ არ ჯდებოდი თვითმფრინავშიო…“,- აცხადებს მაია მესხი.

 

მსგავსი თემები