სომხეთისა და აშშ-ის წვრთნების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს – პესკოვი

სომხეთისა და შეერთებული შტატების წვრთნების ჩატარების შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ღრმად გააანალიზებს აღნიშნულ სიახლეს და დააკვირდება სიტუაციას.

ცნობისთვის, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სომხეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, „პარტნიორი არწივი 2023“ სომხეთის ტერიტორიაზე 11-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.

მსგავსი თემები