ანაკლიაში 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა

ანაკლიაში, 3 წლის ბავშვი მდინარე ენგურში ჩავარდა. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის ჭითაწყარის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ექიმები მის გადასარჩენად იბრძვიან.

არსებული ინფორმაციით, ბავშვი დედასთან ერთად სტუმრად ბაბუასთან იყო. ის სახლის ეზოში, მდინარის პირას თამაშობდა, რა დროსაც წყალში ჩავარდა. მცირეწლოვანი მდინარიდან რამდენიმე წუთში ამოიყვანეს და კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი, პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები