ნაპოვნია ერთი ადამიანის ცხედარი – მიმდინარეობს დაკარგულების ძიება

თურქეთში, ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოთხი დაკარგული ადამიანიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს. სამი ადამიანის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია საგანგებო სიტუაციების სამსახური, პოლიცია და სამხედროებიც.

 

მსგავსი თემები