კიევში ზელენსკისა და ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს

კიევში, პრეზიდენტის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ენტონი ბლინკენის შეხვედრა მიმდინარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინის დედაქალაქში დღეს დილით ჩავიდა. ის უკვე შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს დმიტრო კულებას და ომში მყოფ ქვეყანას კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა.

CNN-ის ინფორმაციით, ბლინკენი კიევში უკრაინის დახმარების ახალ, $1 მილიარდიან პაკეტს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები