შეხვედრა გუბერნატორ გო ნინინგისთან

ჩინეთში, ფუნჯიანის პროვინციაში ტაიფუნის გამო, რომელმაც სერიოზული ზიანი მოიტანა, დაგეგმილი ყველა შეხვედრა გადაიდო. გაუქმებულია ფრენები ფუნჯიანიდან, ასევე, არ ხდება თვითმფრინავების მიღება. შესაბამისად, ოფიციალური შეხვედრა დელეგაციის წევრებთან გაიმართა სასტუმრო “LAKESIDE” ში, სადაც მე ვცხოვრობ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეხვედრების სივრცე სწორედ სასტუმროა, რომელიც შედარებით უსაფრთხო ადგილას მდებარეობს. სწორედ აქ მობრძანდა მხარის გუბერნატორი, რომელიც დელეგაციის წევრებს შეხვდა. დელეგაციის და ქვეყნის სახელით კი სიტყვით გამოსვლა მე მომიწია. ვისაუბრე ჩემს ქვეყანაზე, ტრადიციებზე, კულტურაზე, ბუნებაზე… ბევრს არ გავაგრძელებ, შეხვედრამ ჩაიარა წარმატებით და დასრულდა ბანკეტით გუბერნატორის მასპინძლობით .

ეკა გულუა ჩინეთიდან 

მსგავსი თემები