აშშ-ს მიერ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში კონფლიქტს გაახანგრძლივებს – შოიგუ

ამერიკელების მიერ კიევისთვის კასეტური საბრძოლო მასალის მიწოდება უკრაინაში კონფლიქტს გაახანგრძლივებს – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

მისი თქმით, აშშ უკრაინას კასეტურ ბომბებს მიაწვდის, მოსკოვი “იძულებული იქნება” იგივე იარაღი გამოიყენოს.

„თუ შეერთებული შტატები უკრაინას კასეტური საბრძოლო მასალით მიაწოდებს, რუსეთის შეიარაღებული ძალები იძულებულნი იქნებიან საპასუხოდ გამოიყენონ მსგავსი იარაღი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთს აქვს კასეტური საბრძოლო მასალები, ასე ვთქვათ, ყველასთვის. ამავდროულად, ისინი ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ამერიკული, მათი ნომენკლატურა უფრო ფართო და მრავალფეროვანია“, – აღნიშნა შოიგუმ.

მსგავსი თემები