,,მხარს ვუჭერთ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია  ერთიანობა, რათა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცენ.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირთან შესანიშნავი თანამშრომლობა. ნატო-სთან ერთად ვმუშაობთ ბევრს, რათა გავხდეთ უფრო მეტი უსაფრთხოების მიმწოდებელი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ ერთიანი და მივცეთ უსაფრთხოების გარანტიები უკრაინას. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას, რომელიც დაფუძნებულია სამართლიანობაზე“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მსგავსი თემები