ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონს გამოყოფს საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცოგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის

ნიდერლანდები დამატებით 8 მილიონი ევროს ინვესტირებას განახორციელებს ნატოს ფონდში საქართველოს, მოლდოვასა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო შესაძლებლობების განვითარების მიზნით. Euractiv-ის ცნობით,  ამის შესახებ ნატოს სამიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ განაცხადა.

8 მილიონი ევრო ფონდისთვის გამოიყენება ანტი-დრონის სისტემებისთვის, საბრძოლო მასალის საწყობების დაცვისა და კიბერშეტევებისადმი მდგრადობის გასაუმჯობესებლად.

ვოპკე ჰოკსტრამ აღნიშნა, რომ ამ არასტაბილურ დროს უაღრესად მნიშვნელოვანია ნატოს მოკავშირეების თანამშრომლობის გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან, როდესაც რუსეთი ცდილობს ჩაერიოს  მათ საშინაო საქმეებში.

ნატო-ს ზემოხსენებული თავდაცვისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს დაეხმაროს ალიანსის პარტნიორებს სამხედრო შესაძლებლობების განვითარებაში იარაღის პირდაპირი მიწოდების გარეშე. საქართველომ და მოლდოვამ ადრეც მიიღეს მხარდაჭერა ამ ინიციატივის ფარგლებში.

მსგავსი თემები