,,ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ,,ნატო გახდის უკრაინას უფრო უსაფრთხოს, უკრაინა გააძლიერებს ნატო-ს”. ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში შეკრებილ ათასობით ადამიანს მიმართა.

„მადლობას გიხდით ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერისთვის. თქვენი მკაფიო, გულწრფელი და რაც მთავარია, გაბედული პოზიციისთვის უკრაინის ნატო-ში მოწვევის თაობაზე. უკრაინის დროშები ლიეტუვის ქუჩებში ნათელი დასტურია იმისა, რომ ჩვენ მოკავშირეები ვართ და უკრაინა დაიცავს როგორც საკუთარ, ასევე თქვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები