,,წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას”- ირაკლი კობახიძე ნატო-ში გაწევრიანებაზე

,,სტატუს-კვო შენარჩუნდა საქართველოსთვისაც და უკრაინისთვისაც, რაც ნიშნავს იმას, რომ წინსვლა არ აქვს არც საქართველოს არც უკრაინას, შესაბამისად წინსვლაზე არ გვაქვს ჩვენ საუბარი. არ აქვს არავითარი წინსვლა”,- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმდჯომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტზე სტატუს-კვო შენარჩუნდა.

,,სტატუს-კვო შენარჩუნდა. ძალაში რჩება არსებითად ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, იმის თაობაზე, რომ ორივე ქვეყანა აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, თუმცა, ამის მიღმა გუშინ არ იყო არავითარი კონკრეტიკა. რაც გასაგებიც არის, პირდაპირ აისახა დამოკიდებულება ამ დოკუმენტში, მათ შორის რუსეთთან მიმართებით ნატოს აქვს პრაგმატული პოლიტიკა. პირდაპირ წერია ამ დოკუმენტში, რომ ნატოს სურვილი არ არის კონფრონტაცია რუსეთთან, და ამ დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ არ გვაქვს რაიმე სიახლე, არის სტატუს-კვო შენარჩუნებული,”- განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები