ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა (ICBM) გაუშვა. ამის შესახებ იაპონელი და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები იტყობინებიან.

ფხენიანმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა მას შემდეგ გაუშვა, რაც ის შურისძიებით დაემუქრა,  მათი თქმით, აშშ-ის ჯაშუშური თვითმფრინავები ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

ვაშინგტონმა უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ მისი სამხედრო პატრული შეესაბამება საერთაშორისო სამართალს.

2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ რაკეტების რეკორდული რაოდენობა გამოცადა, მათ შორისაა ისეთები, რომლებსაც აშშ-ის ტერიტორიამდე მიღწევა შეუძლიათ. ამის საპასუხოდ აშშ-მა და სამხრეთ კორეამ ერთობლივი წვრთნები გააძლიერეს.

მსგავსი თემები