,,რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები”- ირაკლი კობახიძე

,,მუდმივი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ბევრად უფრო რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები,”- ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა.

„ომი როგორც კი დაიწყო, უამრავი რისკი იყო, ეგრევე ოპოზიცია დაგვიყენეს ქუჩაში, პირდაპირ. ამის შემდეგ იყო იგივე ზელენსკის მიერ ელჩის გაწვევა, პირდაპირი ზეწოლა სანქციებთან, მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით და ა.შ. მერე იყო კანდიდატის სტატუსის ამბავი და ა.შ. ძალიან მძიმე თვეები გადავიარეთ. 2022 წელი იყო ძალიან მძიმე. ამასთან შედარებით 2023 წელი არის უფრო მსუბუქი. რა თქმა უნდა, მუდმივი სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ ბევრად უფრო რთული პერიოდები გამოვიარეთ და ქვეყანას ავარიდეთ სერიოზული, უმძიმესი საფრთხეები, რბილად რომ ვთქვათ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, ვიყოთ მეტ-ნაკლებად თავდაჯერებული იმაში, რომ მომავალშიც გვაქვს რესურსი, ქვეყანას ასეთი საფრთხეები თავიდან ავარიდოთ. საზოგადოების ფაქტორი აქ არის გადამწყვეტი. ჩვენი საზოგადოება რომ არ იყოს გამოცდილი, ძალიან გაგვიჭირდებოდა 2021 წლის გამოვლაც და 2022 წლის გამოვლაც. საზოგადოება დადგა მყარად იმ პოზიციებზე, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდებოდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში.

მსგავსი თემები