რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია

რუსეთმა კიევს  ირანული წარმოების “შაჰიდის” დრონებით შეუტია. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 15 დრონიდან 11 ჩამოაგდო.

თავდასხმის შედეგად ცენტრალურ ჩერკასის რეგიონში, ორმა ადამიანმა მიიღო დამწვრობა. ამასთან, დაზიანდა არასაცხოვრებელი ინფრასტრუქტურა.

,,მტერმა დედაქალაქზე მორიგი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. წინასწარი ინფორმაციით, კვლავ Shahed-ის ტიპის საბრძოლო მასალა გამოიყენეს. მტერი ორი დღეა ზედიზედ უშვებს კიევისკენ ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებს. საჰაერო იერიში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის ყველა სამიზნე აღმოაჩინეს და გაანადგურეს,” – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მსგავსი თემები