უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს – მაიკ პენსი

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისმ მაიკ პენსის განცხადებით, უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას ომის მოგების შემდეგ უნდა ელოდოს. მისი თქმით,  უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ უნდა განიხილებოდეს „ომის დროს“.

„გულწრფელად მჯერა, რომ როგორც თავისუფალი სამყაროს ლიდერმა და დემოკრატიის არსენალმა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ უკრაინელებს მიაწოდოს ის, რაც მათ სჭირდებათ ბრძოლისა და გამარჯვებისთვის და მოიგერიონ ეს არაპროვოცირებული რუსული შეჭრა, მაგრამ ნატო-ს წევრობის საკითხზე  მე ვილაპარაკე ვოლოდიმირ ზელენსკისთან – ვფიქრობ, ყველა უნდა დაველოდოთ ომის მოგებას“, -განაცხადა პენსმა.

 

მსგავსი თემები