„ომის დაწყების დღიდან  უკრაინის გვერდით ვართ და ვუცხადებთ ფინანსურ მხარდაჭერას”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

 შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ვილნიუსში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის გვერდით დგანან ომის დაწყების დღიდან და უცხადებენ ფინანსურს მხარდაჭერას.

„ომის დაწყების დღიდან ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ და ვუცხადებთ ფინანსურ მხარდაჭერას, ვთავაზობთ თავშესაფრებს. ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის სურვილში, იყოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი, არამედ გახდეს ნატო-ს წევრი. ამისთვის ვატარებთ რეფორმებს, ვაძლიერებთ ინსტიტუტებს, მაგალითად, ვიბრძვით კორუფციის წინააღმდეგ. ევროკავშირი უკრაინასთან ერთად მუშაობს ამ რეფორმების გასატარებლად. შესანიშნავია იმის ყურება, თუ რა სისწრაფით ახორციელებს უკრაინა ამ რეფორმებს ომის მიუხედავად. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ისინი ამ სისწრაფით გააგრძელებენ სვლას, ეს იქნება მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, ქვეყანამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიაღწიოს ამ სურვილს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

 

მსგავსი თემები