,,ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ნატო-ში უკრაინის წევრობა“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მისი თქმით, საუბრისას ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები განიხილეს.

„განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და თავდაცვის ძალების საჭიროებები. მადლობას ვუხდი პოლონეთს თავდაცვის სფეროში მიღწეული შეთანხმებების შესრულებისთვის. ჩვენ ასევე შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე ნატო-ს სამიტის მომზადების კონტექსტში. ვაგრძელებთ ერთად მუშაობას, რათა რეალობად იქცეს ალიანსში უკრაინის წევრობა“, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები