„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება”- შოლცი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, აუცილებელია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა. მისი თქმით, არ შეიძლება საუბარი ომის გაყინვაზე და რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის ლეგიტიმაციაზე.

„რუსეთის პრეზიდენტს აშკარად სურს მეზობელი ტერიტორიების ხელში ჩაგდება. მას აქვს ასეთი გეგმა უკრაინასთან მიმართებაში და ცხადია, ეს გეგმა აქვს ბელარუსის მიმართაც“, – განაცხადა შოლცმა.

შოლცის თქმით,  გერმანია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება.

„მნიშვნელოვანია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება და ჩვენ არ დავთანხმდებით დაწესებულ მშვიდობას. რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები“, – განაცხადა შოლცმა.

მსგავსი თემები