საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთის სამხრეთით, მიგრანტების გემის ჩაძირვის შედეგად, სულ მცირე, 79 ადამიანი დაიღუპა. მაშველებმა 100-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს.

გადარჩენილები და  ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ბორტზე კიდევ ასობით მიგრანტი იმყოფებოდა. გემზე, სულ მცირე, 500-700 ადამიანი იმყოფებოდა.

სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ნავი საერთაშორისო წყლებში სამშაბათს გვიან ღამით ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა დააფიქსირა. ბორტზე მყოფთაგან არავის ეცვა სამაშველო ჟილეტი.

ნავი ლიბიიდან იტალიაში მიდიოდა, ბორტზე მყოფთა უმეტესობა კი ახალგაზრა მამაკაცი იყო.

მსგავსი თემები