სასამართლომ 15 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა კაცს, რომელსაც ბრალად 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარების და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. დაკავებულ პირის პროცესი დახურული იყო.

ბრალდებულმა დუმილის უფლების ისარგებლა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებული და გარდაცვლილი არასრულწლობანი ერთმანებთს წლების განმავლობაში იცნობდნენ. პროკურორი არ გამორიცხავს, რომ ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდეს.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა.

 

 

მსგავსი თემები