„ომიკრინი“ არ არის ბოროტი მიკრობი

მსოფლიოს პრაქტიკითა და ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი“ ე.წ.  მავნე და დამანგრეველი ვირუსების კატეგორიაში არ გადის. როგორც პროფესორმა, კლინიკურმა ექსპერტმა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ჯერჯერობით, ის საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს.

„ერთადერთი დადებითი, რაც ომიკრონს აქვს, არის ის, რომ არ არის ბოროტი მიკრობი და ვირუსი. ის არ გამოიწვევს ძალიან დიდ უარყოფით შედეგებს. ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს. შესაძლებელია, კარგი მენეჯმენტის შემთხვევაში, ოჯახის ექიმებმა სწორად მართონ ბინაზე თუ კოვიდ სასტუროებში პაციენტები, ისე რომ, არ მოხდეს კლინიკების გადატვირთვა. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც შეიძლება დადგეს“ – აღნიშნა დევი ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

პროფესორი საქართველოს მოსახლეობასაც მიმართავს და ურჩევს, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, კლინიკებში ნუ მივლენ.

„ჩემი თხოვნა მოსახლეობას – თუ ძალიან არ განიცდიან პრობლემის გამწვავებას, ნუ მიმართავენ ჰოსპიტალს. კლინიკა მსუბუქი პაციენტებით არ უნდა გადაიტვირთოს. პატივი უნდა ვცეთ იმ პაციენტებს, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“ – განაცხადა ტაბიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“  

 

მსგავსი თემები