,,კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს სხვა ქვეყნებიდან მიეწოდება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს  “კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი სხვა ქვეყნებიდან მიეწოდება. მისი თქმით,  მსოფლიოს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს რუსული რაკეტების კომპონენტების მიწოდება.

,,დღეს რუსმა არაადამიანებმა მორიგი სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ოდესაზე “კალიბრის” რაკეტებით. ამ “კალიბრის” რაკეტების ათობით კომპონენტი რუსეთს მიეწოდებოდა სხვა ქვეყნებიდან. ცხადია, ყოველი ასეთი მიწოდების გზა არის ტერორის გაძლიერების საშუალება. მსოფლიოს აქვს ინსტრუმენტები, რომ დაბლოკოს ყველა ასეთი მარშრუტი – ყველა ქვეყნიდან, ყველა კომპანიისგან, რომლის კომპონენტებს იყენებენ რუსული რაკეტების მწარმოებლები”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები