სამცხე-ჯავახეთში ყირიმ-კონგოთი 3 ადამიანი დაინფიცირდა

ახალციხის მუნიციპალიტეტებში ადიგენსა და ასპინძაში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება სამ პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ყირიმ–კონგო ადიგენის სოფელ ნაქურდევში მცხოვრებ ორ მამაკაცს და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში მცხოვრებ მამაკაცს დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე–ჯავახეთის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელების 11 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, ოჯახის ექიმი, გარდაიცვალა.

მსგავსი თემები