,,დღევანდელი მოცემულობაა, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში”- კობახიძე

,,დღევანდელი მოცემულობა ისეთია, რომ „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს 2024 წლის არჩევნებში,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ”ქართული ოცნების” მაჩვენებლი 50%-ზე მეტია.

„ჩვენი ბოლო მაჩვენებელი არის 50%-ზე მეტი. ეს არ არის შიდა კვლევა, პარტიაში კი არ ვატარებთ. ეს არის კომპეტენტური ორგანიზაციის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევა და 50%-ზე მეტია მაჩვენებელი“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

 

მსგავსი თემები