ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა

ევროპარლამენტმა რუსეთის მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება ომის დანაშაულად აღიარა. ევროდეპუტატებმა კაშხლის განადგურება დაგმეს.

,,დეპუტატებმა დაგმეს უკრაინის ნოვა კახოვკაში კაშხლის განადგურება, რუსეთის მიერ ჩადენილი უახლესი ომის დანაშაული, რომელსაც შედეგები უნდა მოჰყვეს. მათ მოუწოდეს ევროკავშირს გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა, დააწესოს ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მილიარდობით გაყინული რუსული აქტივები უკრაინის აღდგენას მიახმაროს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთმა ხერსონში, კახოვკას ჰიდროელექტროსადგური6 ივნისს ააფეთქეს.

მსგავსი თემები