12 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში წყლის დონე 3 მ 29 სმ-მდე დაეცა, მიკოლაივში წყლის დონე ღამით 6 სმ-ით დაეცა.
ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია.
,,დატბორილია 46 ქალაქი, დაბა და სოფელი – 32 მარჯვენა სანაპიროზე, 14 მარცხენა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე ამოიყვანეს 2 743 ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების პირი. მხოლოდ ხერსონიდან 2 318 მოქალაქე იქნა ევაკუირებული.
მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ბლოკავენ და თავად ევაკუაციას არ ახორციელებენ. გარდა ამისა, ისინი ხელს გვიშლიან ჩვენი ხალხის გადარჩენაში ხანდაზმულთა და შეზღუდული მობილობის მქონე პირებისთვის ზურგში ცეცხლის გახსნით. თუმცა, ჩვენი ძალების მიერ სამაშველო ოპერაცია მარცხენა სანაპიროზე გრძელდება. იქიდან უკვე 112 ადამიანია გაყვანილი”,- აცხადებს პროკუდინი.