ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა, მარალი სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან  არასრულწლოვანი გადმოვარდა. მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მეთხუთმეტე სართულიდან გადმოვარდა ამ გადმოხტა.

„დაცემის ძალიან ძლიერი ხმა იყო. როცა ჩამოვედი, ვნახე, რომ ჯიპში, უკანა „სიდენიებს“ შორის იყო ჩავარდნილი. მეთხუთმეტე სართულიდან გადმოვარდა. მერვე სართულზე აივნის გადახურვას დაეცა და შემდეგ მანქანაში ჩავარდა“ – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მოზარდის ამოყვანა სამაშველო ბრიგადების დახმარებით  მოხერხდა.

 

მსგავსი თემები