სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე მიუღებელია.
,,მე ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და დღესაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.