საქორწინო ავტობუსი ავარიაში მოყვა – დაიღუპა ათი ადამიანი

ავსტრალიაში  ავარიის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 25 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები ღამით ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი ავტობუსი გადაბრუნდა.

პოლიციის ცნობით, 58 წლის ავტობუსის მძღოლს ბრალი წაუყენეს, თუმცა ბრალდება ჯერ არ გამჟღავნებულა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია.

ახალდაქორწინებულები ავტობუსში არ იმყოფებოდნენ.

ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა, როდესაც პოლიციის ცნობით, ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო.

მსგავსი თემები