,,ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა.

„მე როდესაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალაა, დიახ, ეს ასეა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია. ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდეს საერთო სტრატეგია და გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და არა ისე, თითქოს კოალიცია შევთავაზეთ ან მსგავსი. იმ ინტერვიუში ხაზგასმით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაძლიერდნენ პროდასავლური პარტიები, რომ მომავალში შევქმნათ კოალიცია. ჩვენ იგივე პოზიცია გვაქვს. რუსული რეჟიმია დასამარცხებელი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები