,,83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავარი არხის ეთერსი გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა.

,,83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია”, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში.

ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და  პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველად გაეცნო. ჟურნალისტმა მეტრეველს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მსგავსი თემები