ტყვეების გათავისუფლებათან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის ტყვეობიდან დახსნილ 95 ადამიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ბოროტებას ჩადის.

„მოვახერხეთ კიდევ 95 ადამიანის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან.  ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას უკრაინის სამხრეთში. დაახლოებით 4000 ადამიანის ევაკუაცია შევძელით. დატბორილია ათობით ქალაქი და სოფელი, უმძიმესი მდგომარეობაა კვლავ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში. რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზების, საევაკუაციო პუნქტებისა და ნავების დაბომბვას, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა ეს კატასტროფა კაშხლის აფეთქებით შექმნეს. რუსული ტერორისტული სახელმწიფოს სამართლიანი პასუხისმგებლობა არის წინაპირობა იმისა, რომ მსოფლიოში ასეთი ბოროტება აღარ განმეორდეს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

უკრაინამ ტყვეები დაიბრუნა

მსგავსი თემები