უკრაინის კაშხლის აფეთქებაზე საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკიეს კაშხლის განადგურებას  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებას. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, სასამართლოს წარმომადგენლები უკრაინაშიც ჩავიდნენ.

„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება“ – აცხადებს პრეიდენტი ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად 13 სოფელი წყლით დაიფარა, 50 000 – ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, განადგურდა შინაური ცხოველები და ფრინველები, უკრაინაში ეკოციდი მძვინვარებს.

მსგავსი თემები