ჩრდილოეთ კორეა რუს ხალხს სოლიდარობას უცხადებს „მტერთან“ ბრძოლაში

კიმ ჩენ ინი რუსეთს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ეს ერი საკუთარი სუვერენიტეტისა და მომავლისთვის იბრძვის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მაამებლური უსტარი გაუგზავნა.

„,ხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ერს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას“ – აღნიშნულია პუტინისთვის გაგზავნილ წერილში.

კიმ ჩენ ინი პუტინს წერს, რომ სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და სამართალი რუსეთის მხარესაა.

„რუსი ერი იბრძვის მტრული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მზარდი საფრთხეებს წარმოადგენენ და ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება.  სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, – აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ მაამებლურ გზავნილში.

ჩრდილო კორეის ლიდერი პუტინს თანამშრომლობის გაღრმავებას პირდება.

მსგავსი თემები