,,მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია?”- ხაბეიშვილი

,,მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, არასამთავრობოა თუ დიპლომატი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზენტაციის, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“ დაწყებამდე  განაცხადა.

მისი თქმით, არასერიოზულია, ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიწვია.

„მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, ნუ გადამრევთ. პარტიის წევრები არიან დღეს აქ? მელია არასამთავრობოა თუ დიპლომატი? პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და გენერალური მდივანი. მოწვევა რა შუაშია, რა მოგივიდათ. დიპლომატებს და არასამთავრობოებს ვხვდები და მელიას რატომ არ დაუძახეთო. 500 000 პარტიის წევრია და რატომ მათზე არ მეკითხებით? ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მოიწვია მელია, არასერიოზულია. დღეს შეხვედრა გვაქვს დიპლომატებთან და მოსაწვევი არავისთვის გაგვიგზავნია, ვინც არ არის არასამთავრობოს წევრი ან დიპლომატი. მოვიწვიეთ დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობოები და მათ უნდა იცოდნენ, ყველაზე ძლიერ პარტიაში როგორი დემოკრატიული პროცესებია“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები