„ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს

სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, რომელიც სისასტიკით გამოირჩევა, აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას არ აპირებს. როგორც პრიგოჟინი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს არ გააფორმებს.

„ვაგნერი არ გააფორმებს კონტრაქტს შოიგუსთან”, – აცხადებს  პრიგოჟინი რუსეთის თავდაცვის მინისტრთან დაკავშირებით.

ის შოიგუს არაფრისმაქნისს უწოდებს და დასძენს, რომ სამხედრო ფორმირების მართვა არ შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ პროგოჟინი შოიგუს რამდენიმე თვეა დაუპირისპირდა. მისი თქმით, შოიგუს მართვა არ შეუძლია და ვერც სამხედრო ფორმირებებს აკონტროლებს. მან თავდაცვის უწყება შეიარაღების შეფერხებით მიწოდებაშიც დაადანაშაულა.

შეგხსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით,  „მოხალისე ფორმირებები“ ვალდებულები არიან, თავდაცვის უწყებასთამ კონტრაქტი გააფორმონ. „ვაგნერის“ დაჯგუფება ერთ-ერთია, რომელიც უკრაინაშ იბრძვის.

 

მსგავსი თემები