„გაერო არ მუშაობს ისეთი კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც ის შეიქმნა“ – უკრაინის კრიტიკა  

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გაეროს მუშაობას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ის ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისკენ არ არის ორიენტირებული. როგორც პოდოლიაკი აცხადებს,  მსგავსი ინსტიტუტები „პიარ მოედნებია“.

„ისეთი საერთაშორისო ინსტიტუტები, როგორც არის გაერო, არ მუშაობენ. ისინი არ არიან განკუთვნილები ფუნდამენტური კონფლიქტების მოგვარებისთვის, რისთვისაც შეიქმნა. ეს უფრო პიარმოედნებია, რომლებიც პროპაგანდისტული თემების მოდერაციას ახორციელებენ.  რუსეთი იყენებს გაეროს გენოციდური ომის კონცეფციის წინ წაწევისთვის“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისი შეფასებით, შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება.

„აუცილებელია ახალი სტატუს-კვოს დაფიქსირება, რომელშიც არის ქვეყანა ევროპაში – უკრაინა, რომელსაც გააჩნია დიდ ომებში მონაწილეობის ყველაზე დიდი გამოცდილება.  დე ფაქტო უკრაინა უკვე გადავიდა ნატოს სტანდარტებზე, შეიარაღების, სწავლების, მართვის სისტემის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საჭიროა უბრალოდ ამის დაფიქსირება. არ არის საჭირო პოლიტიკური მომიზეზება“ – აღნიშნა  მან.

მსგავსი თემები