„კურორტებზე ინფექციების აფეთქება საკმაოდ ხშირია“  – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

ზაფხულის სეზონისთვის დამახასიათებელ დაავადებებთან დაკავშირებით ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და ყურადღება ტკიპებით გადამდებ დაავადებებზე გაამახვილა.

„თუ ჩუტყვავილაზე, ქუნთრუშასა თუ სხვა ნებისმიერ ინფექციაზე ვისაუბრებთ, კურორტებზე, მისი აფეთქება საკმაოდ ხშირია, რადგანაც ადამიანები ერთად იკრიბებიან და აქვთ მჭიდრო კავშირი.  ასევე, ზაფხულის სეზონს ხშირად უკავშირდება ტკიპებით გადადები დაავადებების აღმავლობა, რადგანაც, ადამიანები ხშირად ბუნებაში არიან. ერთ-ერთი ასეთი დაავადებაა ბორელიოზი, რომელოც ტკიპებით გადადის. ზოგადად, ზაფხულის პერიოდში, მწერებით გადამდები დაავადებები მატულობს“ – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

ინფექციონისტის რეკომენდაციაა, ბუნებაში გასვლისას დავიცვათ აუცილებელი წესები. ვიყოთ გრძელი შატვლით, დახურული ფეხსაცმლით და ქვედა კიდურების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებით, რომ იყოს მაქსიმალურად დაფარული.

„წაიყვანენ ბავშვს კურორტზე და უკან ფაღარათით ბრუნდებიან“ – მაია ბუწაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“

მსგავსი თემები