„ენჯეოები“ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაში საბოტაჟს ახორციელებენ“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული  ოცნების“ თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები არასამთავრობო სექტორს 12 პუნქტის შესრულების მხრივ ხელის შეშლაში ადანაშაულებს. მისი შეფასებით,  ისინი „მდიდარი ენჯეობი“ არიან.

„ენჯეოები“ არ არიან ჩართული 12 პუნქტის შესრულებაში, პირიქით, ისინი ყველანაირად საბოტაჟს ახორციელებენ 12 პუნქტის შესრულების მიმართ, ისევე, როგორც ის პოლიტიკური პარტიები, რომლებთანაც ისინი დაკავშირებული არიან. ხომ არის რადიკალური ოპოზიცია, მათთან დაკავშირებულია რამდენიმე მდიდარი „ენჯეო“, საუბარია, მხოლოდ მდიდარ „ენჯეოებზე“, სხვა არასამთავრობოებზე საუბარი არ არის. ისინი პირდაპირ არიან ჩართული რადიკალური ოპოზიციის მიერ განხორციელებულ საბოტაჟში ჩვენი კანდიდატის სტატუსის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალიტებთან.

 

მსგავსი თემები