„არსებობს ერთი პირობა და ეს არის რუსეთის ჯარების გაყვანა“ – გერმანიის კანცლერი

გერმანიის კანცლერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან საუბარს აპირებს. როგორც ოლაფ შოლცი აცხადებს, საუბროს მთავარი თემა უკრაინა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა იქნება.

„ბევრჯერ ველაპარაკე რუსეთის პრეზიდენტს, არა მხოლოდ ომამდე, არამედ ომის დაწყების შემდეგაც და ზოგჯერ საკმაოდ დიდხანს. უახლოეს მომავალში ვაპირებ მასთან დალაპარაკებას.  ყველა საბარში ცხადო უნდა იყოს, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის პატიოსანი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის არსებობს ერთი პირობა და ეს არის რუსეთის ჯარების გაყვანა. და ეს გასაგები უნდა იყოს,“ – აღიშა კანცლერმა შოლცმა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, განცხადება რუსულმა მხარემაც გააკეთა და დასძინა, რომ კანცლერისა და რუსეთის პრეზიდენტის საუბარი არ იგეგმება.

კანცლერმა შოლცმა კი ის გზავნილებიც გააჟღერა, რასაც მისგან ხალხი ითხოვს.

„ხალხი გამუდმებით ამბობს – ბატონო შოლც, თქვენ უნდა მოლაპარაკებები აწარმოოთ, მოლაპარაკებები, მოლაპარაკებები… მოლაპარაკებები კარგია, მაგრამ საკითხავი ისაა, ვინ ვისთან და რა საკითხზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. რაც მიუღებელია, ისაა, რომ აიძულო უკრაინა, აღიაროს, რომ პუტინის მიერ მისი მიწის მითვისება სანქცირებული და მიღებულია,“ – აღიშნა კანცლერმა.

 

მსგავსი თემები